უკრაინას ახლა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები არ სჭირდება, ამ ეტაპზე მათ მიწოდებას არ ვაპირებთ - ბაიდენი

25.02.23 12:36
უკრაინას ახლა F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები არ სჭირდება, ამ ეტაპზე მათ მიწოდებას არ ვაპირებთ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის ამერიკული F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ამ ეტაპზე გამორიცხავს, ჯო ბაიდენი უფრო მნიშვნელოვნად სხვა სახის დახმარებას მიიჩნევს.

ბაიდენის თქმით, ამ ეტაპზე აშშ-ის სამხედრო უწყება  უკრაინისთვის სხვა სახის მხარდაჭერას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„ჩვენ მას ვუგზავნით იმას, რაც ამ ეტაპზე სჭირდება. მას სჭირდება ტანკები, არტილერია, სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის კიდევ ერთი HIMAR[S] (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა)“, - თქვა ბაიდენმა "ABC News"-თან ინტერვიუში.