აფეთქება ავღანეთში - დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი

08.05.21 19:01
აფეთქება ავღანეთში - დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი

ავღანეთში, ქაბულში სკოლის სიახლოვეს აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილების უმეტესობა სკოლის მოსწავლეა.

წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები