"თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის, ჩვენ ვუპასუხებთ" - ბაიდენი

25.02.23 15:47
"თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის, ჩვენ ვუპასუხებთ" - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს მიაწვდის, ამას შესაბამისი პასუხის რეაქცია მოჰყვება.

ამის შესახებ ბაიდენმა ABC-ის ჟურნალისტ დევიდ მუირთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

”მე არ ველოდები, ჩვენ ჯერ არ გვინახავს, მაგრამ არ ველოდები ინიციატივას ჩინეთის მხრიდან, რომ რუსეთს იარაღს მიაწვდის”, - უთხრა ბაიდენმა მიურს თეთრ სახლში მიცემულ ინტერვიუში ომის წლისთავზე. 

მიურმა რამდენჯერმე დაუსვა კითხვა პრეზიდენტს - გადალახავს თუ არა ჩინეთი მომავალში ამ საზღვარს, რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მაშინ ჩინეთს „უპასუხებს“ და სანქციებზე მიუთითა.