"სანქციები შეეხებათ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე პასუხისმგებელ პირებს" - ბორელი
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი - ბორელის განცხადებით, სანქციების სამიზნე გახდნენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე.
"მიღებულია სანქციების მე-10 პაკეტი:
ჩამოთვლილი 121 ფიზიკური პირი და სუბიექტი, მნიშვნელოვანი ახალი იმპორტი/ექსპორტი შეზღუდვები, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვა.
ჩვენ ვრჩებით ერთიანნი ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავარღვიოთ რუსეთის ომის მანქანა.
როგორც ჩვენი ჩამონათვალის ნაწილი, ჩვენი სანქციების სამიზნეა ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით შვილად აყვანაზე.
ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის, რაც მე გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე განვაცხადე" - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე, 24 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა.