სად ცხოვრობს ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ (ფოტოამბავი)
სად ცხოვრობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი - ადგილსაცხოვრებელი ზელენსკიმ ადგილობრივ მედიას უჩვენა. დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმში ჩანს, რომ პრეზიდენტის საძინებელი და გარდერობი ადმინისტრაციაში, მისივე კაბინეტის გვერდით არის მოწყობილი.
"აი, აქ ვცხოვრობ", — თქვა ზელენსკიმ ოთახში შესვლისას, სადაც პატარა საწოლი და რამდენიმე ნივთი დგას, კედელზე კი ტელევიზორია დამაგრებული.
ზელენსკიმ ჟურნალისტთან ომის დაწყების პირველი დღე გაიხსენა.
მე ნამდვილად ვფიქრობდი ბავშვების გაღვიძებაზე და ყველას შეკრებაზე, რომ მეთქვა რა ხდება, რომ ომი დაიწყო. ისინი ზრდასრულები არიან, უნდა გაიგონ რა ხდება, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ომის დროს. პრინციპში, ძალიან სწრაფად წამოვედი. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, აქ ყოფნა პრიორიტეტი იყო. შემდეგ აქ მოვიდნენ, ეს იყო რამდენიმე საათში, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალიან სწრაფად რეაგირებდა და მეუღლესთან გამომშვიდობებაც ვერ მოახერხა.
"თითქოს ერთმანეთს თვალებში უყურებენ ფიქრით — "იქნებ ვეღარ ვნახოთ ერთმანეთი" — ასეთი რომანტიკის დრო არ გვქონდა. მაყურებელმა მაპატიოს. ასეთი რომანტიკა არ ყოფილა, დაკავებული ვიყავით. ძალიან სწრაფად ჩავალაგე ნივთები და მოვედი აქ", — თქვა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ დრესკოდი ხაკისფერი ტანსაცმლით შეცვალა, ზელენკისმ ასე უპასუხა:
მახსოვს, რომ არაკომფორტული იყო. მაშინ ყველა ჩვენგანი შინაგანად შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება შეიცვალა და შეუძლებელი იყო იქ დაბრუნება, რაც მანამდე იყო. მე მქონდა ის, რითიც ფრონტზე დავდიოდი, აქ მაქვს პატარა გარდერობი", — თქვა ზელენსკიმ .