24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე - სად და როგორ ცხოვრობს უკრაინის პრეზიდენტი

როგორ და სად ცხოვრობს ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი - ვრცელდება უნიკალური კადრები, რომელიც უკრაინის ომს და ამ ომის მთავარ გმირს ვოლოდიმერ ზელენსკის ყველაზე კარგად ასახავს.
პრეზიდენტმა პირველად აჩვენა საზოგადოებას სად ცხოვრობს ბოლო ერთი წელია. მოკრძალებული საძინებელი ზელენსკის სამუშაო კაბინეტის გვერდით მდებარეობს. იქვეა გარდერობის, სადაც ოფიციალური დრესკოდი მხოლოდ სამხედრო ხაკისფერი სამოსია.
ირკვევა, ისიც, რომ ახალი ჩვევა პრეზიდენტისთვის ოთახიდან გასვლის შემდეგ შუქის გათიშვაა. რიგითი მოქალაქეების მსგავსად პრეზიდენტიც ცდილობს ელექტროენერგია დაზოგოს, იზრუნოს სხვაზე, გაუძლოს სხვასავით და აჩვენოს ერთიანობის მაგალითი.
რა შეიცვალა 24 თებერვლიდან 24 თებერვლამდე? როგორც დოკუემნტური ფილმის ავტორი ამბობს, შეიცვალა ზელესნკისს თვალები. დოკუმენტურ ჩანაწერში ნაჩვენებია ის შავი ტელეფონიც, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს შეიარაღებას და მხარდაჭერას სთხოვდა.
ირკვევა, რომ ზელესნკისსს პუტინთან დარეკვის მცდელობა ერთადერთხელ ჰქონდა, როცა რუსი დიქტატორი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.