ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა

09.05.21 12:27
ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა

ჩინეთის რაკეტა Long March 5B-ის გამწევი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მისი ცნობით, რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.

21-ტონიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. 

ორბიტაზე მოდულის გატანის შემდეგ, რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა ტრაექტორიით, რომელიც გარდაუვალს ხდიდა ატმოსფეროში მის შემოსვლას შესაბამისად ჩამოვარდნის ზუსტი ადგილი უცნობი იყო.