ირანული დრონებით დაბომბილი ხმელინცკი და შეტევა ბახმუტზე - ბოლო ცნობები უკრაინიდან

პუტინი უკრინაში ისევ უდანაშაულო ადამიანებს კლავს. ოკუპანტებმა იერიში ირანული დრონების გამოყენებით ხმელინცკზე მიიტანეს. გარდაცვლილებს შორის ადგილობრივებთან ერთად სამაშველო სამსახურის თანამშორმლებიც არიან. არიან ასევე დაშავებულებიც. ხმელინცკის რაიონში მომდხარ თავდასხმასთან დაკაშირებით განცხადება უკრიანის პრეზიდენტმა გააკეთა. ზელენსკი საჰაერო თავდაცვის გაძლიერბაში დახმარებას ითხოვს.
ზელენსკის განცხადებითვე, დონეცკის რეგიონში, ბახმუტის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად.
"ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად, კონსოლიდაციისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის სექტორს, ნამდვილი გმირები არიან", - თქვა ზელენსკიმ.
ასევე უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში მოგერიებულია რუსეთის 60-ზე მეტი შეტევა.