EU-ს ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, მოხდეს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება - პოლონური მედია

28.02.23 13:32
EU-ს ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, მოხდეს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება - პოლონური მედია

გავლენიანი პოლონური გაზეთი მიხეილ სააკაშვილზე წერს. სტატიაში ნათქვამია, ევროკავშირის ქვეყნებმა ორშაბათს მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, მოხდეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება. 

არადა იუსტიიის მინისტრი უარყოფდა, რომ შეხვედერაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ეხებოდა.

პოლონური მედია ასევე წერს, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ თავად უზრუნველყოს.

ევროკავშირის ქვეყნებმა ორშაბათს მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, მოხდეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება, (შეწყევტა) რომ დაიწყოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. თუ იქნება თანხმობა პოლონეთი თანხმაა მიიღოს სააკაშვილის სამკურნალოდ", - წერს პოლონური გაზეთი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ დიპლომატების დემარში თებერვლის პირველ ნახევარი იყო დაგეგმილი, თუმცა მას უნგრეთი ბლოკავდა.

ცნობისთვის, რატი ბრეგაძე გუშინ ამბობდა, რომ "ტვ პირველი" იტყუება და შეხვედრაზე სააკაშვილის სასჯელისგან გადავადების თემა არ განხილულა.

მსგავსი სიახლეები