პეტერბურგის ცა დროებით დახურეს და გამანადგურებლები ააფრინეს - რუსული მედია

28.02.23 14:02
პეტერბურგის ცა დროებით დახურეს და  გამანადგურებლები ააფრინეს - რუსული მედია

სანქტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო. ფრენები შეჩერებული იყო ადგილობრივ პულკოვოს აეროპორტშიც. მიზეზი ქალაქის თავზე მფრინავი უცნობი ობიექტი გახდა. 

ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე და ადგილობრივი მედიასაშუალებებით გავრცელდა. მათივე ცნობით, ცის დახურვა იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ადგილი საზღვრის უკანონო კვეთას ან ცაზე უცნობი ობიექტის გამოჩენას აქვს ადგილი. 

ტელეგრამ არხ "Baza"-ს ინფორმაციით, ქალაქის თავზე გამანადგურებლები ააფრინეს. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სანქტ-პეტერბურგის ცის დახურვის შესახებ მიზეზები არ განმარტა, თუმცა თქვა, რომ პუტინი ფაქტის შესახებ სრულად ინფორმირებულია. 

სანქტ-პეტერბურგის ცა 13:00 საათამდე იყო დახურული. 

მსგავსი სიახლეები