მოსკოვის ოლქში "გაზპრომის" კუთვნილ ობიექტთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა
მოსკოვის ოლქში, კოლომნას რაიონში "გაზპრომის" კუთვნილ ობიექტთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა. ინფორმაციას რუსული სამტავრობო მედია ავრცელებს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ვორობიოვი აცხადებს, რომ შემთხვევა სოფელ გუბასტოვოს ახლოს მოხდა, თუმცა მიზანს, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა, რომელიც გადარჩა.
გუბერნატორის თქმით, შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.