"ჰააგის სასამართლო უკრაინაში ენერგოობიექტებზე რუსულ იერიშებს შეისწავლის" - კარიმ ხანი უკრაინაშია

01.03.23 10:26
"ჰააგის სასამართლო უკრაინაში ენერგოობიექტებზე რუსულ იერიშებს შეისწავლის" - კარიმ ხანი უკრაინაშია

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო უკრაინაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსულ სარაკეტო და უპილოტო დრონების იერიშებს შეისწავლის. ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა დღეს უკრაინაში ჩასვლისას განაცხადა.

მკაფიოდ ვხედავთ სქემას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ენერგეტიკულ სისტემაზე იერიშებით  ახორციელებს. უნდა შევისწავლოთ, ეს რატომ ხდება და წარმოადგენს თუ არა ის კანონიერ მიზნებს თუ არა, - განაცხადა ჰანმა. 

ჟენევის კონვენციებში და დამატებით პროტოკოლებში წერია, სამოქალაქო ინფრატსრუქტურაზე იერიშები აკრძალულია. საომარ მოქმედებებში ჩართული მხარეები სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს უნდა არჩევდნენ.