სარაკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეზე - დაიღუპა 2 ადამიანი

2 ადამიანი ემსხვერპლა სარაკეტო თავდასხმებს ზაპოროჟიეზე. ოკუპანტებმა სამიზნედ ისევ დასახლებული პუნქტი შეარჩიეს. დაიბომბა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.
მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.