"ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე" - პრაისი რუსულ კანონზე
ვრჩებით ღმად შეწუხებულები, რადგან კანონი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს, - რუსული კანონის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გააკეთა.
ნედ პრაისი ამბობს, რომ ყველა, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი.
ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვრჩებით ღრმად შეწუხებული, ვინაიდან ეს კანონი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვინც ერთგულად ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას მათი თანამოქალაქეებისა და მათი თემებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე, - განაცხადა ნედ პრაისმა.