ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

10.05.21 10:40
ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

აფეთქება ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ზაბულში მოხდა.

 ორი დღის წინ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სკოლასთან განხორციელებული თავდასხმის შედეგად 68 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.