3 დღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნი 57 ცხედარი - საბერძნეთში სამძებრო სამუშაოები შეწყდა

საბერძნეთში სამძებრო სამუშაოები შეწყდა. სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებულებს აღარ ეძებენ.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. 3 დღიანი ძებნის შედეგად კი, 57 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი. ამ დრომდე დაკარგულ მგზავრებს ახლა ოჯახები საკუთარი რესურსით ეძებენ.
ამ ფონზე კი უკვე მეორე დღეაა რკინიგზის თანამშრომლები გაფიცულები არიან. დასაქმებულები ამბობენ, მართვის სისტემაა მოძველებულია და უსაფრთხო აღარ არის.
ავარიის გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ათენის ქუჩებში 2 000-მდე სტუდენტი გამოვიდა და ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების მიმართ პატივისცემის წუთიერი დუმილის გამოხატვის დროს პარლამენტთან გზა გადაკეტა.
შეტაკება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა.
სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს საღამოს შეეჯახა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, უცნობია.