ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტ მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. იგი უკრაინაში უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა.
"უკრაინის მომავალი ევროკავშირშია"- ინფორმაციას მეცოლა თავისი ტვიტერის გვერდზე ავრცელებს და ამბობს, რომ კარგია უკრაინაში დაბრუნება, ამ მამაცი ხალხის გვერდით, რომლებმაც მსოფლიო შთააგონეს.
რობერტ მეცოლა წერს, რომ აპირებს მთელი ეს გზა უკრაინელ ხალხთან ერთად გაიაროს.
„უკრაინის მომავალი ევროკავშირის წევრია. ჩვენ მთელ გზას თქვენთან ერთად ვივლით. სასიამოვნოა ჩემს მეგობართან, რუსლან სტეფანჩუკთან კვლავ შეხვედრა. ევროპარლამენტსა და უკრაინის პარლამენტს შორის თანამშრომლობა მხოლოდ გაძლიერდება“, - აცხადებს რობერტა მეცოლა.