უკრაინის დასახმარებლად ბერლინი და ვაშინგტონი ფეხაწყობილი ივლიან - ბაიდენი ოლაფ შოლცს შეხვდა

ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს შეხვდა - თეთრ სახლში მისული გერმანიის კანცლერისგან ბაიდენმა მიიღო დაპირება, რომ უკრაინის დასახმარებლად ბერლინი და ვაშინგტონი ფეხაწყობილი ივლიან.
„თქვენ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გასწიეთ. მე ვიტყოდი, სამხედრო დახმარების გარდა თქვენ უკრაინელებს დიდი მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინეთ,“ თქვა ბაიდენმა.