ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ იტალიაში ჩასვლა ქართველი ძებნილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - რა მოხდა ნეაპოლში
ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ იტალიაში ჩასვლა ქართველი ძებნილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ნეაპოლის კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი დააკავეს, რომელსაც საბერძნეთის სასამართლომ 2012 წლის ოქტომბერში, ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იტალიური მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.