სარაკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეზე - დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 8 თვის ბავშვიცაა

05.03.23 10:15
სარაკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეზე - დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 8 თვის ბავშვიცაა

სარაკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეზე - დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 13 ადამიანის ცხედარი ამოტანეს. მათ შორის ერთი 8 თვის ბავშვია, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მაშველებმა ასევე ადგილზე დახმარება სახლის 100-მდე მცხოვრებელს გაუწიეს. კომუნალურმა სამსახურმა ამ დროისათვის ადგილიდან 853 ტონა სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს. 

ოკუპანტებმა 2 მარტს საპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალსართულიან სახლს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ სახლის მცხოვრებლები მოყვნენ.