"მზად ვართ დაგეხმაროთ და დაგიცვათ" - ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

05.03.23 12:29
"მზად ვართ დაგეხმაროთ და დაგიცვათ" - ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.  რობერტა მეცოლას უკრაინის პრეზიდენტმა მარინის საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა.

მზად ვართ დაგეხმაროთ და დაგიცვათ, თავისუფლება გაიმარჯვებს, - ამ სიტყვებით მიმართა მეცოლამ ევროპარლამენტის სხდომაზე  ზელენსკის.

იმედი მაქვს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი სწორედ ევროკავშირშია. ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს ის ტემპი, რომელსაც უზენაესი რადა და მტავრობა ევროკავშირის განცხადებებთან დაკავშირეით პროგრესს აღწევს, - განაცხადა მეცოლამ. 

მსგავსი სიახლეები