ვითარება ბახმუტში, რომელიც რუსეთის მთავარი სამიზნეა - "ამერიკის ხმის" რეპორტაჟი

05.03.23 12:46
ვითარება ბახმუტში, რომელიც  რუსეთის მთავარი სამიზნეა - "ამერიკის ხმის" რეპორტაჟი

ომის ერთი წლის თავზე  უკრაინაში ფრონტზე რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ დონეცკის რეგიონში ქალაქი ბახმუტია. ცხელ წერტილში არსებული ვიტარების შესახებ  რეპორტაჟი "ამერიკის ხმამ" მოამზადა.

მოსკოვი უკვე შვიდი თვეა ქალაქის დაკავებას ცდილობს. რუსული არმიის მიზანი იქ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევაა.

უკრაინული ძალები ქალაქის დასავლეთით მაგრდებიან. კიევმა ადგილზე დამატებითი პერსონალი გაგზავნა.

ბახმუტს არ დავთმობთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ! დიდება უკრიანას! სიკვდილი მტრებს! , - ამბობს, - ამბობს ურკაინელი სამხედრო. 

კიევი აცხადებს, რომ ბახმუტში ბრძილა რთულდება. უკრაინის გენშტაბის ინფრომაციით, რუსეთი ქალაქს სამი მიმართლებიდან უტევს და წინ მიდის. 

ბახმუტო განადგურებულია, თუმცა ადგილობრივების ნაწილი მის დატოვებას არ აპირებს.

ბახმუტის მე-8 რაიონში ბინა მქონდა, ის რარა არსებობს. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, რომ ის მეყიდა. აღარაფრის მეშინია. მეშინოდა, რომცა 14 წლის ვიყავი, ახლა 70-ის ვარ და 7 შვილიშვილი მყავს, - ამბბს ადგილობრივი. 

პენტაგონში ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბახმუტთან, მოსკოვის მიერ ფრონტზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატების მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია.

მსგავსი სიახლეები