ამერიკა ავღანეთიდან გამოყვანილ სამხედროებს უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განათავსებს

10.05.21 12:54
ამერიკა ავღანეთიდან გამოყვანილ სამხედროებს უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განათავსებს

ამერიკა გეგმავს, ავღანეთიდან გამოყვანილი სამხედროები უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განათავსოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ვაშინგტონს სურს, რუსეთის საზღვართან ტერორისტების ქმედება გააკონტროლოს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ავღანეთთან სიახლოვეს მდებარე ქვეყნებში სამხედროების განლაგება ტერორისტების ქმედებებს ხელ-ფეხს შეუკრავს.ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში განთავსდება მძიმე ტექნიკა, დრონები და სამხედრო შენაერთები. ეს კი იქნება საუკეთესო გამოსავალი, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე  ,,თალიბანისა" და ექსტრემისტული დაჯგუფებების ქმედებები აკონტროლონ.

თეთრ სახლს ამ ორი სახელმწიფოსთვის ოფიციალური განცხადებით ჯერ არ მიუმართავს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯარების სხვა ქვეყანაში ბაზირების საკითხს ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა გააძნელებს.

ავღანეთში ამერიკის ჯარი 2001 წლიდან იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრის ტერაქტის 11 წლისთავზე ავღანეთს ამერიკელი სამხედროები დატოვებენ.

ავღანეთიდან არა მარტო ამერიკელი სამხედროები, არამედ НАТО-ს ჯარიც გამოვა. 2001 დან დღემდე აზიის ამ სახელმწიფოში 2 ათასი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები