უკრაინაში მაიდანის დროს მახსენებს - კრამონი აქციაზე

08.03.23 00:18
უკრაინაში მაიდანის დროს მახსენებს  - კრამონი აქციაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

"მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს, 2013-2014 წლებს"- წერს კრამონი.

რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გრძელდება. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.