"გამძლეობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს" - ევროპარლამენტარი

08.03.23 14:01
"გამძლეობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს" - ევროპარლამენტარი

ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერია ჰეიერი Twitter-ზე გუშინ თბილისში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გამძლეობას უსურვებს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს.

“ეს სურათი ათას სიტყვად ღირს.
გამძლეობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს. კრემლის ჩარევა ვერავის მოატყუებს, როგორც აქ, თბილისში”- წერს ფრანგი ევროპარლამენტარი.