ეს არის იმ ხალხის სიძლიერე, ვისაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის - EPP

ევროპის სახალხო პარტია გუშინ პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციასა და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მოისმინონ თავიანთი ამომრჩევლების ხმა.
"ეს არის იმ ხალხის სიძლიერე, ვისაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის.
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს საქართველოში, მოისმინონ თავიანთი ამომრჩევლების ხმა და არ დაარღვიონ თავიანთი ქვეყნის პერსპექტივები მომავლისთვის", - წერს EPP.
განცხადების ბოლოს პარტია წერს #არარუსულკანონს.