აბსურდია, რომ ივანიშვილი არაა სანქცირებული, ის ძალით უბიძგებს საქართველოს პუტინის მკლავებში - გარი კასპაროვი

რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი საქართველოში რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას Twitter-ზე ეხმაურება.
"აბსურდია, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ არ არის სანქცირებული, რადგან ის კლავს სააკაშვილს ციხეში და ძალით უბიძგებს საქართველოს პუტინის მკლავებში", - წერს კასპაროვი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, რასაც 7 მარტის უმძიმესი ღამე და პროდასავლური აქციის დარბევა მოჰყვა. დაშავებულია და დაკავებულია ათობით მოქალაქე. პოლიციის იზოლატორებში 100 -ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.