შეუთავსებელია ევროკავშირისკენ მიმავალ გზასთან - მიშელი რუსულ კანონზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას Twitter-ზე ეხმაურება.
"მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოეთის გავლენაზე" კანონის მიღება შეუთავსებელია ევროკავშირისკენ მიმავალ გზასთან, რომელიც ქართველების უმრავლესობას სურს. ევროკავშირისთვის უმთავრესი კანონი უზენაესობა და ადამიანური ღირებულებებია",- წერს შარლ მიშელი.