პროვოკაციები, რომელსაც "ოცნება" ახორციელებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ართულებს - კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი ვროპულ ღირებულებას ეწინააღმდეგება.
ევროდეპუტატი ამბობს, რომ პროვოკაციებზე, რასაც "ოცნება" სჩადის, ევროკავშირს პოზიტიურ პასუხი ვერ ექნება და გაართულებს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას.
"ეს კანონი ყველა ევროპულ ღირებულებას ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უცნაურია, რადგან არ მახსენდება არც ერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელიც ასეთ ქმედებებს ჩადიოდა და ამტკიცებდა ასეთ კანონებს. ევროკომისიის რეკომენდაციებში პირველი პუნქტი დეპოლარიზაცია იყო, ქართული ოცნების მიზანი კი პროვოკაციის მოწყობაა, რომ პოლარიზაცია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გაზარდოს. კითხვა მარტივია- რა არის მათი მიზანი? თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ვერ ხვდებით რას აკეთებენ და რა არის ამ ნაბიჯების მიზანი. ასეთი პროვოკაციები ძალიან საშიშია და ეს ქართული ოცნების მხრებზე იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს პროვოკაციები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უფრო ართულებს, ამ ქმედებებს სწორედ ასეთი შედეგი მოჰყვება. ოცნებას ძალიან გაუჭირდება ევროპული სტრუქტურების დარწმუნება, რომ ასრულებენ დეპოლარიზაციის რეკომენდაციას. ხელისუფლება საპირისპიპროს აკეთებს, როგორმე პოლარიზაციაა გაამწვავონ. ალბათ ეს არის ხერხი, რომლითაც ოცნება ცდილობს არ შეასრულოს რეკომენდაციები , ევროკავშირი კი პოზიტიურ პასუხს ვერ გაგცემთ". - ამბობს კუბილიუსი.