ეს ყველაფერი შესაძლოა, რუსეთიდან მოდიოდეს, მხარს ვუჭერ აქციის მონაწილეებს - მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოში რუსულ კანონს აპროტესტებენ, მხარდაჭერას უცხადებს.
გრეგოროვა ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია, რომელიც შესაძლოა რუსეთიდან მოდიოდეს.
ევროპარლამენტარის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსები, მათ შორის "ხალხის ძალა", ცდილობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას საბოტაჟი მოუწყონ.
მხარს ვუჭერ აქციის მონაწილეებს, იმედი მაქვს პროტესტი მშვიდად გაგრძელდება. ჩვენ არ გვინდა ვნახოთ ის, რაც ვიხილეთ 3 წლის წინ. რაც შეეხება კანონს, რაც ხდება ძალიან უცნაურია, ხალხის ძალის 9 წევრმა დააინიცირა კანონპროექტი, შემდეგ კი ხელისუფლებამ თქვა, რომ დააკანონებდნენ. ეს ძალიან სწრაფად, გადაუდებლად მოხდა, განსაკუთრებით ამ გარემოში, როცა უკრიანაში ომია, საქართველო კი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ახლა კიდევ აკოპირებენ რუსულ კანონს, რომლიც სიტყვის თავისუფლებას უშლის ხელს. ეს პროპაგანდის ნაწილია, რომელიც შესაძლოა რუსეთიდან მოდიოდეს. ზოგიერთი პოლიტიკოსები, მათ შორის ხალხის ძალა, ცდილობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას საბოტაჟი მოუწყონ. არ უსმენენ კრიტიკას , არც კონსტრუქციულ მიდგომას, ეს კი ჩანს,რომ არის პროვოკაცია",- ამბობს გრეგოროვა.