ახალი კანონპროექტი არა მხოლოდ შემაშფოთებელი, არამედ საშიში თამაშია - ფოტიგა
ახალი კანონპროექტი არა მხოლოდ შემაშფოთებელი, არამედ საშიში თამაშია - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის დაჩქარებულად მიღებას და შემდეგ რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს.
ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, რომ "ქართული ოცნება" ევროპისკენ არ მიისწრაფვის.
საქართველოდან ცუდი ამბები მოდის. გამორჩეული ქვეყნიდან, რომლითაც ყველანი აღფრთოვანებულები ვართ ხალხის, კულტურის, ისტორიისა და მემკვიდრეობის გამო. ახალი კანონპროექტი და ძალადობა მხოლოდ შემაშფოთებელი არ არის. ეს საშიში თამაშია.
მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის აღება გადაწყვიტა, ქართველი ხალხის და ყველა ჩვენგანის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს.
ერთხელ ზვიად გამსახურდიამ თქვა, რომ საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის ღირსეული ადგილისკენ მსოფლიო სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ "ქართული ოცნება" ამისკენ მიისწრაფვის", - წერს ევროპარლამენტარი.