"მიიღეს ქართული ვარიანტი, რომელიც ამერიკულზე რბილია" - სიმონიანი "ოცნების" რიტორიკას იმეორებს

09.03.23 03:22
"მიიღეს ქართული ვარიანტი, რომელიც ამერიკულზე რბილია" - სიმონიანი "ოცნების" რიტორიკას იმეორებს

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს "ოცნების" რიტორიკას იმეორებს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავდა ორ ამერიკულ და ქართულ კანონპროექტებს და პირველი მოსმენით მიიღო ქართული ვარიანტი, რომელიც მისი თქმით, ბევრად რბილია.

რაში მდგომარეობს ქართული კანონის არსი, უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც იფეთქა ოპოზიციის პროტესტმა საქართველოში? მმართველი პარტია ორ ვარიანტს განიხილავდა, ე.წ. ქართულ ვარიანტს და ამერიკულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად იყო კოპირება ანალოგიური ამერიკული კანონმდებლობისა. შედეგად, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ვარიანტი, რომელიც სხვათა შორის, უფრო რბილია. არაკომერციული სუბიექტები და მედიის საშუალებები მიიღებენ უცხოური აგენტის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი იქნება უცხოეთიდან შემოსული. ასევე, ეს ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოელი აგენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები. ყოველ წელს, ისინი ვალდებული იქნებიან წარადგინონ ანგარიშები თავიანთ ხარჯებთან დაკავშირებით",- წერს რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი.

მსგავსი სიახლეები