კარგი ნიშანია - ბორელი "ოცნების" მიერ რუსული კანონის გაწვევაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი "ოცნების" მიერ კანონპროექტის უკან გაწვევას კარგ ნიშნად აფასებს და წერს, რომ ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო.
ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და თვალსაჩინო იყო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო". - წერს ბორელი.