უზბეკეთში უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზა არ იქნება - უზბეკეთის თავდაცვის მინისტრი

10.05.21 19:18
უზბეკეთში უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზა არ იქნება - უზბეკეთის თავდაცვის მინისტრი

უზბეკეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების არსებობა შეუძლებელია - განცხადება უზბეკეთის თავდაცვის მინისტრმა, კაბულ ბერდიევმა, აშშ-ის ხელისუფლების საპასუხოდ გააკეთა. ბერდიევმა აღნიშნა, რომ უცხო სახელწიფოს ჯარის ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსება უზბეკეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. უზბეკეთის თავდაცვის მინისტრი РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავდაცვითი პოლიტიკა მის ქვეყანას საშუალებას არ აძლევს, რომ მშვიდობისმყოფელთა აქციებსა და სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა მიიღოს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკა აპირებს, ავღანეთიდან გამოყვანილი სამხედროები უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განათავსოს. ავღანეთიდან აშშ-სა და NATO- შეიარაღებული ძალების გამოყვანა  1 მაისს დაიწყო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები