ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

11.03.23 12:49
ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ - ახალი სანქციები შეეხება 120 ფიზიკურ და 287 იურიდიულ პირს.

NSDC-მ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და დააწესა ეკონომიკური სანქციები 120 პირზე, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ასევე კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების.

შემაკავებელი ზომები, ასევე, დაწესდა 287 იურიდიულ პირზე, მათ შორის რუსულ ფსონების კომპანიებზე, ლატარიის ორგანიზატორებზე, იპოდრომებზე, საინვესტიციო და გასართობ კომპანიებზე და სხვა" ,- აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, სანქციები გათვლილია 50 წელზე. ასევე  საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობოს სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე დააყენოს მსგავსი შემზღუდავი ზომების დაწესების საკითხი.