ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაღუპულია 3 ადამიანი
აფეთქებები უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხერსონიი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
„ნიკოლაევსკის გზატკეცილზე ჭურვის მოხვედრის გამო მანქანა იწვის. ცნობილი გახდა, რომ ნიკოლაევის გზატკეცილზე მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა“, - წერს პროკუდინი.