მიხეილ სააკაშვილი "სიკვდილთან ახლოსაა" - ,,Sky News"
"ციხეში მოწამვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი "სიკვდილთან ახლოსაა" - ამ სათაურით სტატიას ,,Sky News" აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლოგინადაა ჩავარდნილი, ძვლები ეშლება და გაუსაძლისი ტკივილები აქვს. მიხეილ სააკაშვილს ,,Sky News" საბჭოთა გავლენების წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკოსს უწოდებს.
ავტორი მიიუთითებს, რომ მმართველი პარტია ექსპრეზიდენტის მოწამლვას არ აღიარებს და ჯანმრთელობის გაუარესებას მხოლოდ იმით ხსნის, რომ სააკაშვილი კლინიკაში არ იკვებება.
საქართველოს ხელისუფლება ამას უარყოფს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს მის ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანას“, - აღნიშნავს გამოცემა.