კორონავირუსის პანდემია წელს დასრულდება - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრიუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია წელს დასრულდება.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ Covid-19 დამთავრდება როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხე - და როგორც პანდემია", - თქვა ტედროს გებრიუსუსმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.