ოლიგარქი პლახოტნიუკი პოლიტიკური სცენიდან ჩამოაშორეს, იგივე დაემართება ივანიშვილსაც - ფოტიგა
ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე ხაზგასმით და მკაფიოდ განაცხადა, რომ რაც მოლდოვაში ოლიგარქ პლახოტნიუკის დაემართა, იგივე ბედი ელის ივანიშვილსაც.
ფოტიგამ განაცხადა, რომ სწორედ ევროპარლამენტის მხრიდან დიდი ზეწოლის შედეგად იქნა ჩამოშორებული პლახოტნიუკი ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან.
“მინდა მოლდოვის შემთხვევა გავიხსენო, როდესაც ევროპარლამენტის მხრიდან დიდი ზეწოლის შედეგად, ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც შიდა ვითარებაზე ასეთ ცუდ გავლენას ახდენდა, საბოლოოდ მოშორებულ იქნა ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იგივე რამ ბიძინა ივანიშვილსაც დაემართება, რომელიც ასეა მიბმული საქართველოს დღევანდელ რუსულ ორიენტაციას”, - განაცხადა ფოტიგამ.
ევროპარლამენტში დისკუსია მიმდინარეობს თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“ გაიმართა.