რუსულმა გამანადგურებელმა აშშ-ის სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო

15.03.23 10:50
რუსულმა გამანადგურებელმა აშშ-ის სადაზვერვო დრონი ჩამოაგდო

შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის სადაზვერვო დრონი ჩამოვარდა. პენტაგონი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც  საერთაშორისო სივრცეში დავალებას ასრულებდა,  დაბრკოლება მიზანმიმართულად რუსულმა "სუ 27"-მა შეუქმნა, რა როსაც ჩამოვარდა.

რუსეთი კი ამტკიცებს, რომ მომხდარი პროვოკაციაა და დრონი "მკვეთრი მანევრის" შედეგად ჩამოვარდა.

მომხდარის გამო პროტესტის გამოსახატად რუსეთის ელჩ  სახელმწიფო დეპარტამენტშია დაიბარებული.

ჩვენი დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ამერიკული დრონის პროპელერს დაეჯახა, რამაც MQ-9 ტიპის დრონის სრული დაკარგვა გამოიწვია. დაზიანების გამო, ჩვენ [დრონის] შავ ზღვაში ჩამოგდება მოგვიწია, - აცხადებს ამერიკული მხარე.