დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთი წყალდიდობას ებრძვის - მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ
დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთი წყალდიდობას ებრძვის. სტიქიის შედეგად ათამდე ადამიანია გარდაცვლილი. მაშველები დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. ეპიცენტრი პროვინციები შანლიურფა და ადიამანია, სადაც დასახლებები პრაქტიკულად წყალშია ჩაძირული. წყლის ძლიერმა ნაკადმა ჩამოანგრია ავტომაგისტრალი, ხიდები. დაიტბორა სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის საავადმყოფო. გზებზე კი წყალი მდინარესავით მოედინება. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია და სამძებრო სამაშველო სამუშაოები.