ვაშინგტონი ცდილობს სადაზვერვო დრონის ნამსხვრევები ამერიკის გარდა სხვა ქვეყანას ხელში არ ჩაუვარდეს
ვაშინგტონი ცდილობს სადაზვერვო დრონის ნამსხვრევები ამერიკის გარდა სხვა ქვეყანას არ ჩაუვარდეს ხელში. ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ შტატებმა უკვე მიიღო ზომები თავისი ქონების დასაცავად, თუმცა რა გეგმა აქვთ ამერიკელებს, ჯერ უცნობია. შავი ზღვის აკვატორიაში აშშ-ის სადაზვერვო დრონი გუშინ ჩამოვარდა. პენტაგონი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენ აპარატს დაბრკოლება მიზანმიმართულად რუსულმა" სუ 27" მა შეუქმნა.
დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.