თვითმფრინავი მზადაა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავფრინდეთ სააკაშვილის სამკურნალოდ საქართველში - გოშევსკა

17.03.23 12:16
თვითმფრინავი მზადაა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავფრინდეთ სააკაშვილის სამკურნალოდ საქართველში - გოშევსკა

პოლონეთი მზადაა, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საქართველოში ექიმები ნებისმიერ მომენტში გამოაგზავნოს. პოლონეთის სეიმის დეპუტატი, მალგოჟატა გოშევსკა იტყობინება, რომ თვითმფრინავი უკვე მზადაა, მზად არის მედიკსოთა ჯგუფიც, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ.

ასევე პოლონეთი იტყობინება, რომ მზად არიან სამკურნალოდ "ვივა მედიდან" სააკაშვილი პოლონეთშიც გადააფრინონ. პოლონელი ექიმების ვიზიტის წინააღმდეგი არ არის არც იუსტიციის სამინისტრო. რატი ბრეგაძის უწყების მოთოვნაა, მედიკოსებმა დააკმაყოფილონ ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები.

ნებისმიერ დროს შეგვიძლია თვითმფრინავი გავუშვათ და სამედიცინო მისიით გავფრინდეთ საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პროფესიონალურად და უმაღლეს დონეზე შესამოწმებლად და საბოლოოდ პოლონურ საავადმყოფოში გადმოყვანისა და მკურნალობის მიზნით. ეს იქნება პოლონელ მედიკოსთა ჯგუფი ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და ევროკავშირის 27 ქვეყნის პატრონაჟით. საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება დაკავშირებულია მის სავარაუდო მოწამვლასთან, ასევე, უზარმაზარი წონის კლებასთან. ყოფილი პრეზიდენტის შემოწმების შემდეგ სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი. რაც შეეხება კითხვას, დათანხმდება თუ არა ქართული ხარე სააკაშვილის გამოკვლევასა და მკურნალობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო ზეწოლისთვის, რომ საქართველო დათანხმდეს ამას, თუმცა შანსებზე საუბარი ძნელია", - ამბობს გოშევსკა.

მსგავსი სიახლეები