ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

17.03.23 19:32
ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, 2023 წლის 17 მარტს წინასასამართლო წარმოების პალატამ პუტინისა და რფ-ის პრეზიდენტის ბავშვის საქმეების საკითხებში უფლებამოსილი პირის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.

პუტინი და ლვოვა-ბელოვა ეჭვმიტანილი არიან უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რფ-ში ბავშვთა გადაადგილების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, რაც 2022 წლის 24 თებერვლიდან ხორციელდებოდა.

ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვბელობას მსხვერპლის დაცვას, განსაკუთრებით კი ბავშვებისას. მოსამართლეების კოლეგიამ გადაწყვიტა ორდერის გამოცემა რათა თავი აარიდოს მომავალში ახალი ომის დანაშაულებების ჩადენას. ეს არის ისტორიული მომენტი. პროკურორების წარმოდგენელი მტკიცებულებები საკმარისია პუტინის ომის დანაშაულებების დასამტკიცებლად, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.