გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერ პოზიციას - ბაიდენი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

18.03.23 11:07
გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერ პოზიციას - ბაიდენი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამართლებულს უწოდებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულებები.

ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ვფიქრობ, რომ გამართლებულია. ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერ პოზიციას. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულებები", - განაცხადა ბაიდენმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

მსგავსი სიახლეები