"კანონზე მაღლა არავინ დგას" - შოლცი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებაზე

18.03.23 16:34
"კანონზე მაღლა არავინ დგას" - შოლცი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებაზე

"კანონზე მაღლა არავინ დგას" - ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაბამისი ორგანოა. ფაქტი ისაა, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება", - თქვა შოლცმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.