ტრაგედია ყაზანში - გიმნაზიაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ყაზანის N 175-ე გიმნაზიაში 19 წლის მოზარდი შევარდა და სროლა ატეხა. ინფორმაციას DW ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მასწავლებლები და ბავშვები.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, დამნაშავე დაკავებულია, დანაშაულის მოტივი კი ამ დროისთვის უცნობია.
12 მაისი სათათრეთში გლოვის დღედ გამოცხადდდა.