ღაზას სექტორში განგაშის სირენები გახშირდა - ისრაელი პალესტინასთან ხანგძლივი კონფლიქტისთვის ემზადება
პალესტინასთან ხანგძლივი კონფლიქტისთვის უნდა მოვემზადოთ - ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ პალესტინელი რადიკალური ორგანიზაციების ქმედების საპასუხოდ ღაზას სექტორი 130 რაკეტით დაიბომბა. იგეგმება სახმელეთო ოპერაციაც, 5 ათასი რეზერვისტი უკვე მობილიზებულია - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური თელავივის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ღაზას სექტორში ,,ჰამასისა" და ,,ისლამური ჯიჰადის" 15 წევრია დაღუპული.
დაბომბვის შედეგად პალესტინაში 23-ია გარდაცვლილი, მათ შორის 9 ბავშვი, დაჭრილი კი 100-ზე მეტია - აცხადებს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო.
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გამძაფრდა.
ევროკავშირმა ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს პალესტინის დაბომბვა.