დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, 21 მარტს დააკავებენ

19.03.23 10:44
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, 21 მარტს დააკავებენ

დონალდ ტრამპი დაპატიმრების მოლოდინშია. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ ხელბორკილებს, სავარაუდოდ, სამშაბათს დაადებენ.

რესპუბლიკელების ლიდერი თვლის, რომ საქმე ძველ და სრულიად გაუგებარ ბრალდებებს ეხება. უცხოური მედია კი აქტიურად წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სავარაუდო დაკავება წესით  ერთ-ერთი პორნოვარსკვლავისა და ტრამპის უერთიერთობას უნდა უკავშირდებოდეს.

არსებული ინფორმაციით, ინტიმური დეტალების გაუთქმელობისთვისს ტრამპმა პორნოვარსკვალვს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, ეს თანხა კი ტრამპის საარჩევნო ფონდიდან ანაზღაურდა, რაც კანონდარღვევად ითვლება.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები