ჰააგას გადაწყვეტილების შემდეგ პუტინი ყირიმსა და მარიუპოლში ჩავიდა

19.03.23 13:58
ჰააგას გადაწყვეტილების შემდეგ პუტინი ყირიმსა და მარიუპოლში ჩავიდა

ყირიმში ვიზიტის შემდეგ ვლადიმირ პუტინი მარიუპოლშიც ჩავიდა. რუსეთის სამთავრობო მედია იტყობინება, რომ აზოვსტალის ქალაქში კრემლის დიქტატორი ვერტმფრენით ჩაფრინდა. პროპაგანდისტულ არხების ცნობით, პუტინმა მარიუპოლში საცხოვრებელი უბნები და სამხედროების დასახლება მოინახულა.

ოკუპირებულ მარიუპოლსა და ყირიმში რუსეთის პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაპატიმრების ორდერის შემდეგ დემონსტრაციულად გაემგზავრა. უკრაინული მედია ყვება, რომ პუტინი ყირიმში საბავშვო-სამხატვრო სკოლის გახსნაზე დასასწრებად მივიდა.

მსგავსი სიახლეები